უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად პირველად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში. ამის შესახებ ზელენსკიმ 7 აპრილს, საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში აქტიური ქმედებები არის გამართლებული პასუხი რუსეთის შემოჭრაზე.
"მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე ანგარიში წარადგინა: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა ზელენსკიმ.