უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. ის, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
სიტყვით გამოსვლამდე, მას შეხვედრები ექნება სხვადასხვა ლიდერთან. მიმდინარე კვირაში გაემგზავრება ვაშინგტონშიც, სადაც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.
ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ ის უკრაინელი მებრძოლები მოინახულა, რომლებიც აშშ-ში რეაბილიტაციას გადიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოთხშაბათს ის პირველად შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას.