უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ. გუშინ კი უკრაინის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და რომის პაპთან აუდიენცია გამართა.
მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრიერიში, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, მალე დაიწყება.