უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო ბრიგადები, მათ შორის NATO-ს ქვეყნების მიერ გაწვრთნილი, მზადყოფნაში არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ ესაჭიროება ჯავშანტექნიკა, რომლებიც ჯგუფურად მოდის.
"იმ შეიარაღებით, რაც უკვე გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და, ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ ასე ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო", – განაცხადა ზელენსკიმ.