უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ანგარიშის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ.

"დღეს ჩვენი დელეგაციისგან ამერიკიდან მოვიდა ანგარიში. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა.

მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. მუშაობენ ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ჩვენს ენერგოსისტემაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების შესახებ", - განაცხადა ზელენსკიმ