აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.
"რუსეთის ერთადერთი პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო დარტყმები იყო. სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა. ეს ყველამ იცით", – წერს ტუსკი.
It is Russia who rejected the peace plan prepared by the US, not @ZelenskyyUa. The only Russian response were further missile attacks on Ukrainian cities. This is why the only solution is to strengthen pressure on Russia. And you all know it.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 15, 2026
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმირ პუტინი, არამედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.








