უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტზე გააკეთა კომენტარი.
"უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ამ დონეზე, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე დადასტურებულ იქნა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა - რომ ჩინეთი არ მიაწვდის რუსეთს იარაღს. ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.