რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო ზავი გაგრძელდება 19 აპრილის 18:00 საათიდან – 21 აპრილის 00:00 საათამდე.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სააღდგომო ზავი 30 საათს გაგრძელდება.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს კიევის მხრიდან ზავის შესაძლო დარღვევებისთვის და ვალერი გერასიმოვს მოუწოდა, მზად იყვნენ, მოიგერიონ მოწინააღმდეგის ნებისმიერი პროვოკაცია თუ აგრესიული ქმედება.​​​​​​​​​​​​​​​​