უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში კვლავ გამოეხმაურა.
როგორც ორბანი წერს, უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს.
"უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. ისინი ოპოზიციური პარტია "ტისას" დაფინანსებით უნგრეთის არჩევნებში ერევიან. ისინი აგრეთვე პოლიტიკურ შანტაჟს მიმართავენ, ბლოკავენ რა "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას, რათა საწვავზე ფასმა და გადასახადებმა მოიმატოს. უნგრეთი არ დანებდება. ჩვენ უნგრულ ოჯახებს დავიცავთ", - წერს ორბანი.
⚠️ Ukraine wants chaos in Hungary. They're meddling in the Hungarian election by financing the opposition Tisza Party. They are also using political blackmail by blocking oil deliveries through the Friendship pipeline to drive up fuel prices and household costs. Hungary will not… pic.twitter.com/bfsYRQrrd1
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 19, 2026








