დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ არჩევნებში "სრული და აბსოლუტური" მხარდაჭერა დაუდასტურა.
"პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს არჩევნებში ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. ევროპაში ყველას არ მოსწონს ეს მხარდაჭერა, მაგრამ ეს ნორმალურია. ის დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს; მან წარმოუდგენელი საქმე გააკეთა მიგრაციის კუთხით, განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებმაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ გაქვთ ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოს სხდომაზე.












