უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში 2 ივლისს დილით ჩავიდა - ეს მისი პირველი ვიზიტია ბოლო რამდენიმე განმავლობაში.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საელჩოსთან მივიდა პრემიერ-მინისტრის მრავალრიცხოვანი მანქანების კოლონა.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ორბანი უკრაინაში არც წინა პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დროს არ ჩასულა. ორბანი ბოლოს კიევს 2012 წელს ეწვია მაშინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შესახვედრად.
ორბანი, სავარაუდოდ, დღეს გამართავს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.