უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ქვეყნების სურვილი რუსეთის უკრაინაში დამარცხებისა, შეცდომაა. ამის შესახებ მან უნგრულ რადიოსთან ისაუბრა.
ორბანის თქმით, უნგრეთი NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო წევრია.
„NATO-ს წევრი 32 სახელმწიფოდან 31-ს რუსეთზე გამარჯვება სურს. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის შეცდომა, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენ მარტო დავრჩით იმ 32 ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი.
„NATO მხარს უჭერს ომს, როდესაც უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“, – აცხადებს ორბანი.