უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ხელიდან გაუშვეს მშვიდობის მოპოვების შანსი. ამის შესახებ ორბანმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ევროკავშირის დიდ ქვეყნებს, უნგრეთს არ შეუძლია ამ როლის თავის თავზე აღება, მაგრამ დიდ ქვეყნებს შეეძლოთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მშვიდობისკენ ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა ისინი ომის მხარეს გაიჭედნენ. ამაოდ მოვუწოდებდით მათ, მშვიდობის მხარეს გადმოსულიყვნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ახლა გარედან გვიწევს ყურება, როგორ წყდება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები ჩვენ გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელებისთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება გაზეთებიდან მოუწევთ.
„ეს მტკივნეული გარემოებაა, რომ ჩვენ, ევროპელებმა, ამ მოლაპარაკებების შესახებ გაზეთებიდან უნდა შევიტყოთ, რადგან გავუშვით მომენტი, ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერებმა გაუშვეს მომენტი, როცა მათ შეეძლოთ, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში ინიციატივები გამოეჩინათ“, – დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
თარგმანი: პირველი არხი