უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლის შემდეგ, მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ მძიმე წუთებში ჩემი ფიქრები და ლოცვები პრეზიდენტ ტრამპთანაა“ - წერს ორბანი. Х-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.