ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში სპეცრაზმის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.

„რუსი ტიტუშკები. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც გვინახავს ანტი-მაიდანზე, რუსეთსა და ასევე, ბელარუსში: ყოველთვის (პოლიციის) სპეციალური ძალები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობით“, - წერს იგი X-ზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც სპეცრაზმელები აქციის მონაწილეზე ჯგუფურად ძალადობენ.