ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის "საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია". ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცეპრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს, რათა ადმინისტრაციამ უწყვეტად იმუშაოს და ერის ყოვლისმომცველი დაცვა შეძლოს.

გუშინ, გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მადუროს დაკავების შემდეგ დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა.

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.