ვატიკანმა სქესის შეცვლა, გენდერული თეორია, სუროგაცია, აბორტები და ევთანაზია კიდევ ერთხელ დაგმო. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია 20-გვერდიან დეკლარაციაში „უსასრულო ღირსება“ (Dignitas infinita), რომელიც წმინდა საყდრის „რწმენის სწავლების დეპარტამენტმა“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ადამიანის ღირსების შემლახავ ქმედებებს შორისაა ჩამოთვლილი ყველა სახის მკვლელობა, გენოციდი, აბორტი, ევთანაზია, თვითმკვლელობა, წამება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო პატიმრობა, მონობა, დეპორტაცია, პროსტიტუცია, ადამიანებით ვაჭრობა და სხვა.
დეკლარაციაში ასევე დაგმობილი არის გენდერული თეორია, „რომლის მიზანსაც სქესებს შორის განსხვავებების გაუქმება წარმოადგენს“. დეკლარაცია ეწინააღმდეგება სქესის შეცვლას, როგორც ქმედებას, რომელიც „ადამიანის მიერ ჩასახვის მომენტიდან მინიჭებულ უნიკალურ ღირსებას ემუქრება“.
ამასთანავე, კარდინალი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი აცხადებს, რომ ვატიკანი ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას.
თარგმანი: იმედი