ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მზადაა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბროს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა საუბრის სურვილი", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სი ძინპინის თქმით, ის ზელენსკის დაურეკავს, როცა "შესაფერისი პირობები და დრო" იქნება.
ჩინეთის ელჩმა ევროკავშირში ფუ კონგმა The New York Times-თან ინტერვიუში, 5 აპრილს განაცხადა, რომ სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ არ დაურეკა, რადგან ძალიან დაკავებულია.