უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო.

 ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი კურსკის მიმართულებაზე გაანეიტრალეს. „ერთად გამარჯვებისკენ!“ – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდზე.

უკრაინელებმა რუსული ავიაგამანადგურებელი ბოლოს მაისის დასაწყისში ჩამოაგდეს. მაშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 დაჯგუფების სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცებმა რუსული „სუ-30“ გაანადგურეს.