ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა
ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის მასიური დაბომბვის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
გლადკოვმა ასევე განაცხადა, რომ განადგურებულია 37 საცხოვრებელი კორპუსი, 453 ბინა, 3 კერძო სახლი და 7 სოციალური დაწესებულება. ზარალის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებულმა საზღვართან მდებარე ქალაქ ბელგოროდს გუშინ უკრაინული „Olcha"-ს და ჩეხური „Vampire"-ის ტიპის რაკეტებით დაარტყეს.