უკრაინის პრემიერმინისტრის, იულია სვირიდენკოს დელეგაცია მომდევნო კვირას აშშ-ში გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

დელეგაციის წევრია ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. ვიზიტის ფარგლებში მთავარი განსახილველი თემა საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკა, სამშვიდობო მოლაპარაკებები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება. 

დაგეგმილი ვიზიტს წინ უძღოდა 7ოქტომბერს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს.

მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.