უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც Le Figaro წერს, ჯამში, ბრალი 7 ადამიანს წაუყენეს. 

ამავე სკანდალში ფიგურირებს ზელენსკის მეგობარი და მისი სტუდიის თანადამფუძნებელი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.

ჩხრეკა ჩატარდა იმ პირების სახლებში, რომლებიც ზელენსკის უახლოს გარემოცვას წარმოადგენენ. საუბარია 100 მილიონის მითვისებაზე.

ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს, რომ მათ შექმნეს კრიმინალური ორგანიზაცია, აკონტროლებდნენ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის შესყიდვებს და იღებდნენ უკანონო შემოსავალს. ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.