უკრაინაში, კორუფციის ბრალდებით, მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" წევრი, დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი დააკავეს.
ადგილორივი მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარლამენტის წევრს, რომელიც, გამოძიების ცნობით, უპილოტო აპარატებისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებული კორუფციის საქმის მონაწილეა, 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ალტერნატიულ ზომად, სასამართლომ გირაო 8,003,004 გრივნა განსაზღვრა. უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ თუ გირაო იქნება გადახდილი, ეჭვმიტანილი ვალდებულია: თითოეული მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, გამომძიებელი მოსამართლის, სასამართლოს წინაშე; არ დატოვოს კიევისა და კიევის ოლქის საზღვრები გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე; თავი შეიკავოსგამომძიებელი მოსამართლის განჩინებაში მითითებულ პირებთან კომუნიკაციისგან; ატაროს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი საჯარო მოხელეები საბრძოლო სისტემების შესყიდვისას ქრთამის მასშტაბურ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
თარგმანი: რუსთავი2