უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალურმა კიევმა G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო კანადისგან.
სამინისტროს ცნობით, თანხა უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ საჭიროებებს მოხმარდება. ჯამში, კანადა პროგრამაში 3.47 მილიარდ დოლარს ჩადებს - სესხი 30 წლით გაიცემა.
"ERA-ს მექანიზმი 50-მილიარდიანი ინიციატივაა, რომელიც უკრაინას საჭირო სესხებს მისცემს, მოგვიანებით კი ამ თანხის ანაზღაურება გაყინული რუსული აქტივებით მოხდება", - განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ.
უკრაინამ ბრიტანეთისგან უკვე მიიღო პირველი 752 მილიონი ფუნტი (940 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივების შემოსავლით.