უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან 33 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
მისი ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის და ჟიტომირის ოლქებში 25 დრონი გაანადგურეს.
მისი მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, ოდესის ოლქში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ნიკოლაევის ოლქში - 8. რამდენმა დრონმა მიაღწია სამიზნემდე, დაკონკრეტებული არ არის.