რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კვლავ იუწყება.
"საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონი მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში ჩამოაგდო, რასაც ნგრევა არ მოჰყოლია", – აცხადებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზეც.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.