თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოხდა.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ კანონის ტექსტი, თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში, Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.
"კანონის შესაბამისად დამტკიცდა 2022 წლის 5 ივლისს ბრიუსელში ხელმოწერილი ოქმი ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან ფინეთის რესპუბლიკის მიერთების შესახებ. კანონი ამოქმედდეს Resmi Gazete-ში გამოქვეყნების დღიდან." - წერს სააგენტო.
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება 31 მარტს მოახდინა.
ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი გახდება.