უნგრეთის პარლამენტმა რამდენიმეთვიანი გადადების შემდეგ საბოლოოდ მხარი დაუჭირა NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას.
199 დეპუტატიდან გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 182-მა პარლამენტარმა, ექვსმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამგვარად, ჰელსინკს ალიანსის სრულუფლებიან წევრობამდე აშორებს მხოლოდ თურქეთის გადაწყვეტილება, რომელსაც თურქეთის საკანონმდებლო ორგანო უახლოეს ხანებში მიიღებს.
როგორც ცნობილია, ფინეთმა შვედეთთან ერთად ათწლიან ნეიტრალიტეტზე უარი 2022 წლის მაისში თქვა და NATO-ში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა. მაგრამ თურქეთი ორივე ქვეყნის გაწევრიანებაზე პროტოკოლების სწრაფი რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოვიდა და ამის მიზეზად მათი მხრიდან ტერორიზმთან არასაკმარისი ბრძოლა დაასახელა.
თუმცა მარტში ანკარამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას და განაცხადა, რომ შვედეთი არ ასრულებს აღებულ ანტიტერორისტულ ვალდებულებებს, რასაც არ ეთანხმებიან სტოკჰოლმი და NATO-ს ხელმძღვანელობა.