თურქეთმა, მადლიერების ნიშნად, მაშველი ძაღლები თვითმფრინავის პირველი კლასის ბილეთით დააბრუნა თავიანთ ქვეყნებში
ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა წერს და ფოტო ურთავს მაშველი ძაღლის ფოტოს, რომელიც პირველი კლასით მიემგზავრება უკან, სამშობლოში ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაოების შემდეგ.
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთისა და სირიის საზღვარზე მოხდა, ატეულ ატასობით ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი ითვლება დაკარგულად.
თურქეთის დასახმარებლად, მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები და მათ შორის ერთ-ერთი პირველები ქართველი მაშველები იყვნენ. მათ შორის იყვნენ ჩვენი ცნობილი ძაღლები ტინტო და ემი, რომლებმაც ნანგრევებში ადამიანები იპოვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს.