თურქეთში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთან ძაღლი ტინტოც იღებს მონაწილეობას სამძებრო ღონისძიებებში.
აი ასეთია ჩვენი მაშველი-ძაღლი ტინტო. აი ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო ჩვენი გმირი ხარ - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი თუხარელი.
ცნობისთვის, თურქული გამოცემა "ანადოლუს" ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16 035-მდე გაიზარდა
ფრანგული სააგენტო 20minutes იუწყება, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სირიაში 3 162 კაცია დაღუპული
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.
სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.
ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში