ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას განცხადებით, "საქართველოსთან დაკავშირებით საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ". ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია. ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა, დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და ამ ხელისუფლებამ უნდა შეცვალონ კურსი.

ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, არამედ ჩვენ მოწმე ვართ იმის, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს, გამოვნახავთ გზას, მეტი გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოსთან დაკავშირებით".