დონალდ ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ პუტინს სურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამისთვის რუსეთისთვის პრეზიდენტს ფსიქოლოგიური ვადა დაუწესა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც არ იქნება მოხარული. ამის შესახებ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, არ იცის აჭიანურებს თუ არა რუსეთი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა უკიდურესი ვადა, რომლამდეც კრემლი უნდა დათანხმდეს ამერიკის შეერთებულ შტატების ინიციატივას ტრამპი პასუხობს - "არის ფსიქოლოგიური ბარიერი, თუ კი ჩავთვლი, რომ ისინი გვატყუებენ, არ ვიქნები მოხარული."
ამასთანავე ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინს კვლავ სურს შეთანხმების მიღწევა.