ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება.
ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩიკაგოში გამართულ საპროტესტო აქციაში, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.
„გაერთიანებული ხალხი არასოდეს დამარცხდება“, „გაათავისუფლეთ პალესტინა“, - სკანდირებდნენ ქალაქის ცენტრში Trump Tower-ისკენ მსვლელობისას დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით: „შეაჩერე ტრამპის დღის წესრიგი“, „დაანგრიე ჩაგვრის სისტემები“ და „შეინარჩუნე ემიგრანტების ოჯახები ერთად“.
ქალაქი ემზადება ტრამპის მიერ დაპირებული მასობრივი დეპორტაციისთვის, იმ ცნობების ფონზე, რომ მისი პირველი ნაბიჯები ჩიკაგოს ტერიტორიას შეეხება.
მსგავსი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ათასობით ადამიანი მანჰეტენის მეექვსე ავენიუზე გავიდა და მოუწოდა მოუწოდა ემიგრანტების ოჯახების დაცვისკენ, პალესტინის გათავისუფლებიკენ და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის პატივისცემისკენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა აგრეთვე კოლუმბუსში (ოჰაიო) და პროვიდენსში (როდ-აილენდი).
„ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ტრამის ინაუგურაციის დასრულებისთანავე შეწყვიტა მუშაობა საიტმა, რომლის მეშვეობითაც მექსიკის მხრიდან შეერთებულ შტატებში შესვლის და თავშესაფრის მოთხოვნის მსურველები წინასწარ ეწერებოდნენ გასაუბრებაზე და შემდეგ მექსიკაში, კარვის ქალაქებში ელოდებოდნენ შეერთებული შტატების ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებში გამოძახებას. მათ თავიანთ ტელეფოონებში დაყენებულ სპეციალური აპლიკაციებიდან შეიტყვეს, რომ გასაუბრებაზე ჩაწერა შეწყდა, უკვე ჩაწერილი ხალხთან გასაუბრება კი აღარ შედგება..