აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდებიან, აშშ დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
"ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდება, დამატებით 10%-იანი ტარიფი დაუწესდება. ამ პოლიტიკას გამონაკლისები არ ექნება". - დაწერა ტრამპმა.
მანამდე, რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა აშშ-ს ტარიფები გააკრიტიკეს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშები დაგმეს. მათ სამიტზე ასევე გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეფორმის შეთავაზებები წარადგინეს.