სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკრაინის ომის დაფინანსებას კიდევ ერთი წელი მაინც შეძლებს. ამის შესახებ The Washington Post Discord-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა იუწყება, რომ საუბარია "საიდუმლოობის მაღალი დონის" დოკუმენტებზე სათაურით - "ზედასაიდუმლო."
მათი თქმით, ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის ომის მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დაფინანსებას, თუნდაც სანქციების მძიმე ტვირთის პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულ "ეკონომიკური ელიტაში" შესაძლოა ზოგიერთი პიროვნება არ ეთანხმებოდეს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა შეწყვიტონ.
WP აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში არ არის გათვალისწინებული ბოლო სანქციების გავლენა და გრძელვადიანი დანაკარგები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპაში ნავთობის ფასის ზღვრის შემოღებასთან.
ამავდროულად, დაზვერვის შეფასება არ ითვალისწინებს სხვა ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთის ბრძოლის უნარზე, როგორიცაა საბრძოლო მასალის დახარჯვა და ახალი ჯარისკაცების გაწვევის აუცილებლობა.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების გაჟონვამ ხელი შეუწყო იმის გაგებას, თუ რამდენად აშინებდა სანქციები რუსეთში მყოფებს, ვისზეც ისინი მიმართული იყო.
სხვა დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ФСБ-ს ჩინოვნიკები შეშფოთებულნი იყვნენ რუსეთის შიდა ბანკებში უცხოური ვალუტის ნაკლებობით.