ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, შესაძლოა NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე 2024 წელს სრულდება. თუმცა დიპლომატიური წყარო იუწყება, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა მას მიმდინარე წლის ოქტომბერში ალიანსის ხელმძღვანელობას შესთავაზებს.
ბრიტანული წყაროს ცნობით, ბრიტანეთი, სავარაუდოდ, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ვეტოს დაადებს, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სათავეში მისი უარყოფითი გამოცდილების მოტივით.
ამის გარდა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს პრეტენზია აქვს, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ბოლო 20 წლის განმავლობაში, პირველად ბრიტანელი გახდეს.
ალიანსის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თანამდებობა წელს უნდა დატოვოს, მას შემდეგ, რაც მისი უფლებამოსილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახანგრძლივდა.
NATO-ს წევრი 30 ქვეყანა ახალ ლიდერს დახურულ რეჟიმში საერთო კონსენსუსით ირჩევს.