შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებს და გააუმჯობესებს პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომას ასეთი ტრანზაქციებისთვის.

ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 24 მარტს ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილგანწყობას, რაც მიზნად ისახავს ენერგეტიკული და საზღვაო შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას.

„შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერატივს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს მკვლელობა უნდა შეწყდეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი მდგრადი სამშვიდობო მოგვარების მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

24 მარტს ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ი და რუსეთი ასევე შავ ზღვაში ზავსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.

თარგმანი: პირველი არხი