თეთრი სახლი ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 2.5-საათიანი სატელეფონო საუბრის პრესრელიზს ავრცელებს. 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტით დაიწყება. გარდა ამისა, შეთანხმებულია საომარი მოქმედებების შეჩერება შავი ზღვის აკვატორიაშიც.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს მყარი და გრძელვადიანი მშვიდობით;

ასევე, ტრამპი და პუტინი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებაც შეთანხმდნენ;

"სისხლს და ოქროს, რომლებსაც უკრაინა და რუსეთი მიმდინარე ომში ხარჯავენ, უმჯობესი იქნებოდა, თუ უკრაინელი და რუსი ხალხის კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ".

"ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო".

"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოძრაობა მშვიდობისკენ დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტით".

თეთრი სახლის ცნობით, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების მორატორიუმის შესახებ მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება.

გარდა ამისა, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები აფასებენ ახლო აღმოსავლეთს, როგორც თანამშრომლობის შესაძლო სივრცეს. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სტრატეგიული შეიარაღების გავრცელების შეზღუდვის შესახებ და, ასევე იმაზეც, რომ "ირანს არ უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების საშუალება".

"აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას აქვს ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი, მათ შორის, მოცულობითი ეკონომიკური შეთანხმებები და გეოპოლიტიკური სტაბილიზაცია".