ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ისრაელის ამ ქმედებამ უხეშად დაარღვია ყველა საერთაშორისო ვალდებულება.
„წუხელ ჩვენ ვიხილეთ სიონისტური რეჟიმის სასტიკი აგრესია თეირანისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქების წინააღმდეგ. თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია მრავალი ბავშვისა და ქალის, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედრო მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების სიკვდილი.
ამ აღმაშფოთებელმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სიონისტური რეჟიმის კრიმინალური ბუნება. ირანის ლეგიტიმური და ძლიერი პასუხი მტერს აიძულებს, ინანოს თავისი სულელური ქმედებები. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ირანელ ხალხს სჭირდება ერთიანობა, ნდობა, თანაგრძნობა, სოლიდარობა და ერთგულება“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.