პარიზის საქალაქო საბჭომ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა სტამბოლის დაპატიმრებულ მერს ეკრემ იმამოღლუს, რომელიც პატიმრობაში კორუფციის ბრალდებით იმყოფება.

პარიზის მერმა ანა ჰიდალგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმამოღლუს დღეს "უსამართლოდ ჩამოერთვა შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი პარტია და გადმოსცეს მილიონობით თურქი ხალხის ხმა".

"თავისუფლებას და ფუნდამენტურ უფლებებს მოკლებულს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა პარიზის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს", - დასძინა იდალგომ და საფრანგეთის დედაქალაქს "ადამიანის უფლებათა დედაქალაქი" უწოდა.

საფრანგეთის დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ეს მხარდაჭერა იმამოღლუს მიმართ თურქეთის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, შეისმინოს დემოკრატიული გონიერების ხმა.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 53 წლის ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც.