ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მის მიერ მოწვეული პრესკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად იმ პირობით აღიარებს, რომ რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი.

ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ  სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრზე და კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს ფართობი ყარაბაღს , უპასუხა: „დიახ, აზერბაიჯანის 86 600 კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც".

მისი განმარტებით, „სომხეთის რესპუბლიკა მზადაა აღიაროს 86 600 კვ. კმ ტერიტორიული მთლიანობა და, ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვ.კმ. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგეთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის 86 600 კვ. კმ-ის ტერიტორიულ მთლიანობას იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის 29 800 კვ.კმ-ს"

ყარაბაღელი სომხების უსაფრთობეასთან დაკავშირებით ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების საერთაშორისო გარანტიების შექმნა. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და აზერბაიჯანმა გააგრძელოს ძალის გამოყენებით ეთნიკური წმენდისა და მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდის პოლიტიკა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ასეთი პოლიტიკის გაგრძელებას." 


სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემას შეეხო ვილნიუსში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

„მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და ვცდილობთ კონსტრუქციული ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად" - განაცხადა ილჰამ ალიევმა.