შვიდი ქვეყანა ითხოვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს.
"მსოფლიოს მოწოდება – დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს", – ამ სათაურით ფოტოს თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ფოტოზე ჩანს, აღნიშნული მოწოდებით გამოდიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, კამბოჯას პრემიერ-მინისტრი, ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი, ბაისე ოლიგი ნგემა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პაკისტანის მთავრობა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივიე ნდუჰუნგირეხე.