პარასკევს, 10 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, პენტაგონმა ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროდან დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, იყო თუ არა ობიექტი ზონდი, მაგრამ ის მოძრაობდა ისეთ სიმაღლეზე, რომ პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო თვითმფრინავებს. ბაიდენმა მისი ჩამოგდების შესახებ ბრძანება უსაფრთხოების მიზნით გასცა.
ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, სამხედროებმა მიიჩნიეს, რომ ობიექტის ჩამოგდება დედამიწაზე ადამიანებს და ქონებას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდა.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ალასკასთან დაფიქსირდა მფრინავი ობიექტი, გამოძიებისთვის ადგილზე გაიგზავნა F-35 მოიერიშე თვითმფრინავები. პარასკევს, შუადღისას, F22-იდან გაშვებული AIM-9X ტიპის რაკეტით ჩამოგდებული იქნა პატარა მანქანის ზომის, დაახლოებით 12 კმ-ის სიმაღლეზე მფრინავი ობიექტი.