ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.

შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებული მეტ გეტცი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა აღარ ექვემდებარება განხილვას.

42 წლის მეტ გეტცი, რომელმაც  13 ნოემბრამდე, ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებამდე, წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ფლორიდიდან, აცხადებს, რომ აღარ აქვს ვაშინგტონში გაუმართლებლად ხანგრძლივი კამათის დრო.

გეტცმა X-ზე ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის ხელმძღვანელის პოსტზე მხარდასაჭერად სენატორებს შეხვდა. გენერალური პროკურორის, მინისტრების და ზოგიერთი სხვა მაღალი თანამდებობის პოსტზე კანდიდატურებს სენატი განიხილავს და ამტკიცებ. რესპუბლიკელებს სენატში 100-დან 53 ადგილი აქვთ და შესაძლოა, რომ რამდენიმე სენატორის კანდიდატის მიმართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ, მის დამტკიცებას ხელი შეუშალოს.  

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი გეტცის მიმართ სერიოზული ბრალდებები გაისმოდა. ის ეჭვმიტანილია 17 წლის გოგონასთან სექსუალურ ურთიერთობაში. მას ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაშიც ედება ბრალი. 42 წლის გეტცი ორივე ბრალდებას უარყოფს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი რამდენიმე წლის განმავლობაში იძიებდა საქმეს „სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადაიანებით ვაჭრობის" საქმეს, სადაც ფიგურანტად გეტციც იყო, მაგრამ საბოლოოდ  გამოძიება ბრალის წაყენების გარეშე დაასრულა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტმა განაგრძო ბრალდებების გამოძიება და მოამზადა საბოლოო ანგარიში, მაგრამ გეტცმა უარი განაცხადა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ყოფილი კონგრესმენის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ ანგარიში ამ დროისთვის არ გამოქვეყნდეს. კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ გესტის თქმით, არ ყოფილა შეთანხმება ანგარიშის გასაჯაროებაზე.

გეტცი წლების განმავლობაში იყო ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი ერთ-ერთი ულტრა-რადიკალი რესპუბლიკელთა ფრაქციიდან. ის ახმოვანებდა მემარჯვენეთა პოზიციებს და რეგულარულად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს. სენატში ზოგიერთ პარტიულ კოლეგას შორის სერიოზული ეჭვები გაჩნდა იუსტიციის მინისტრად მისი ვარგისობის შესახებ. დეპარტამენტს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ტრამპის მეორედ პრეზიდენტობის პერიოდში, მათ შორის ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. თავად გეტცმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ტრამპი გახდეს ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ისტორიაში.