"თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის."

  ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“.

„თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და არ გამოვავლენთ უკრაინისადმი საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ შემდეგი ვიქნებით. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.