მოხარული ვარ, მივესალმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერში" წერს.
„მოხარული ვარ, მივესალმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას, რადგან მათ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. მივესალმები დაკავებულების გაშვებას და უპრეცედენტო პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.
მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის მთავარი მიზანი. ეს დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია.
ახლა მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე“, – წერს შარლ მიშელი.
Delighted to welcome a major break through in 🇦🇲- 🇦🇿 relations as they issue a joint statement.
— Charles Michel (@CharlesMichel) December 7, 2023
Welcome in particular release of detainees and unprecedented opening in political dialogue.
Establishing and deepening bilateral dialogue between sides has been a key objective of…