ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელი შეუწყო პატიმრების გაცვლის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას.
ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას. ალსუ, ევან, პოლ, ვლადიმერ და სხვებო, თქვენ უბრუნდებით სახლში თქვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს! მადლობას ვუხდი ყველას, ასევე ევროპაში, ვინც ხელი შეუწყო ამ დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას და მათ გვერდით დგომას“, – წერს შარლ მიშელი.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.
I welcome the release of 16 people unjustly jailed by the Russian regime. Alsu, Evan, Paul, Vladimir and others, you belong home with your families and loved ones!
— Charles Michel (@CharlesMichel) August 1, 2024
I thank all those, also in Europe, who helped to make the diplomatic deal possible.
EU will continue supporting…