ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირანს ეწვია.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, შოიგუ თეირანში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აკბარ აჰმადიანს, გენშტაბის მეთაურ მუჰამედ ბაღერისა და ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება.
როგორც რუსული მედია წერს, მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის "ფართო სპექტრს" უსაფრთხოების სფეროთი დაწყებული და სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებით დამთავრებული. ისაუბრებენ გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზეც.
ალი აჰმადიანმა შოიგუ ირანში მაისის ბოლოს დაპატიჟა.
პარალელურად, ირანი რეგიონის მარიონეტულ ძალებთან ერთად ისრაელზე იერიშისთვის ემზადება.




