"ძნელი წარმოსადგენია დიალოგი უკრაინასთან მშვიდობის შესახებ, კიევში "ომის პარტიის" მმართველობის გათვალისწინებით", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"კიევს "ომის პარტია" მართავს და ის ცდილობს, როგორც მინიმუმ, რუსეთი "ბრძოლის ველზე" სიტყვით დაამარცხოს, ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ", - თქვა ლავროვმა RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრმა გაიხსენა, რომ 2022 წლიდან უკრაინას მოსკოვთან მოლაპარაკება კანონით აკრძალული აქვს.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ და არა ზავი - ვინაიდან, მისი თქმით, აზრი არ აქვს მტრისთვის პაუზის მიცემას, რომლის დროსაც ის გადაჯგუფდება და ხელახლა შეიარაღდება.