ბავშვობიდან ვოცნებობდი ოფიცრობაზე, სამხედროობაზე. - ამის შესახებ  მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში. 

ოფიცერი და სამხედრო ვერ გავხდი მარა მილიტარისტი ვარ გაქანებული მთელი ცხოვრებაა. ჰოდა, გლობალური ომის პარტიაში მინდა გავწევრიანდე და სად აქვთ მაგათ ოფისი ხო არ იცით? ან ვინ არიან ეგენი საერთოდ?" - წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს, თუმცა, ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რომელ პარტიას გულისხმობს.